წილი იყარა, თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია (ვიდეო)
წილი იყარა, თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია (ვიდეო)
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია. ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ წილისყრაში მონაწილეობდა ეროვნული ლიგის ოთხი გუნდი, ეროვნული ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის ერთ-ერთი და ლიგა 4-ის ორი.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
გარეჯი – თბილისი სითი
რუსთავი – ტორპედო
მერანი თბილისი – საბურთალო
მერანი მარტვილი – ლოკომოტივი
შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. წინასწარ ცნობილი იყო, რომ წყვილში მასპინძელი დაბალი ლიგის კლუბი იქნებოდა. ხოლო ერთი და იგივე ლიგის წარმადგენლებში მასპინძლის უფლებით ის ისარგებლებდა, რომლის ბურთულაც წილისყრაზე პირველად ამოვიდოდა.
დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 25 სექტემბერს გაიმართება.