WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჟულიან ასანჟმა ეკვადორის მოქალაქეობა მიიღო
WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჟულიან ასანჟმა ეკვადორის მოქალაქეობა მიიღო

ვებგვერდ WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჟულიან ასანჟმა ეკვადორის მოქალაქეობა მიიღო. ამ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია ფერნანდი უკვე ოფიციალურად ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ასანჟმა მოქალაქეობა გასული წლის 12 დეკემბერს მიიღო, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება დღემდე ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებდა.

ჟულიან ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. 2012 წელს მან ეკვადორის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ასანჟი თვლის, რომ ვებგვერდ WikiLeaks-ის საშუალებით გამოაშკარავებული დოკუმენტების გამო, მას შვედეთსა და შეერთებულ შტატებში ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება.