წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ოთარ ჭილაძის ორი რომანის გერმანულენოვანი თარგმანი გამოიცემა

11:31, 20.03.2018

ოთარ ჭილაძის 85 წლის აღსანიშნავად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ავტორის ორი რომანის “გოდორი” და „აველუმის“გერმანულენოვანი თარგმანი გამოიცემა.

წიგნის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, წიგნის თარგმანსა და გამოცემაზე გამომცემლობა “Matthes & Seitz”- იზრუნებს.

ოთარ ჭილაძე ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგია, მას დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.

1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.

ოთარ ჭილაძე 2009 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.

მსგავსი