„წიგნების თარო“ მაყურებელს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე ელოდება
„წიგნების თარო“ მაყურებელს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე ელოდება

პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარო“ მაყურებელს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე ელოდება.

წიგნის ფესტივალი 21 დეკემებერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება, სადაც „წიგნების თარო“ მაყურებელს შეხვდება.

საჯარო შეხვედრაზე გადაცემის წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ლიტერატურიდან დასვამს შეკითხვებს. ნებისმიერ მსურველს კი შესაძლებლობა ექნება, გამოიცნოს კითხვა და დასაჩუქრდეს სპეციალური პრიზებით.

ალექსანდრე ლორთქიფანიძის თქმით, საჯარო შეხვედრაზე გადაცემის მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრებს.