წიაღისეული რესურსების მართვასთან დაკავშირებით „ერთი ფანჯრის“ პრინციპი დაინერგება
წიაღისეული რესურსების მართვასთან დაკავშირებით „ერთი ფანჯრის“ პრინციპი დაინერგება

წიაღისეული რესურსების ეფექტურად მართვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა დეპუტატებს წიაღისეული რესურსების დარგში დაგეგმილი პროექტები გააცნო. კერძოდ, ნათია თურნავას თქმით, იგეგმება ინტეგრირებული ნებართვის გაცემა – „ერთი ფანჯრის” პრინციპის დანერგვა.

ამასთან, მისი თქმით, უკვე გამარტივდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ოპერირების ნებართვის მიღება და შესწავლის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე მოიხსნა ცალკეულ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვა. ლიცენზიის მფლობელი ტერიტორიაზე ოპერირებს მარტივი სანებართვო დოკუმენტით შეძლებს, ხოლო ვადა საშუალოდ 90 დღიდან 30 დღემდე შემცირდა.

„ასევე შესაძლებელი გახდა ტყის ფონდის გარკვეულ ტერიტორიებზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების ჩატარება, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს შესწავლით დაინტერესებული პირების მომართვიანობაზე და გაზრდის შესწავლის მაჩვენებლებს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა კომიტეტზე გამოსვლისას.

დატოვე კომენტარი