წიაღის ეროვნულმა სააგენტომ კანადაში ინვესტორებს საქართველოს სამთო მოპოვების სექტორის პოტენციალი გააცნო
წიაღის ეროვნულმა სააგენტომ კანადაში ინვესტორებს საქართველოს სამთო მოპოვების სექტორის პოტენციალი გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი სამუშაო ვიზიტით კანადაში, ქალაქ ტორონტოში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს სამთო მოპოვების სექტორის შესაძლებლობები და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, წიაღის სააგენტოს უფროსმა მონაწილეობა მიიღო სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც სამთო მოპოვების საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიებას 135 ქვეყნის 25 000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მასში საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი სიტყვით გამოვიდა სესიაზე, რომელიც ევროპა-აზიის გეოლოგიურ სარტყელში წიაღისეულის მოპოვებას მიეძღვნა. მან ღონისძიების მონაწილეებს სექტორში არსებული მიღწევები, მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, საქართველოს მოპოვებით სფეროში ინვესტირების შესაძლებობები გააცნო.

წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კანადაში შეხვედრები გამართეს საქართველოს სასარგებლო წიაღისეულით დაინტერესებულ ინვესტორებთან (Alamos Gold Inc., Altair Respources Inc., Mundoro Capital Inc., Pasinex Resources Limited, Centera Gold), რომელთაც საქართველოს სამთო-მოპოვებითი სფეროს პოტენციალისა და ამ კუთხით არსებული საინვესტიციო გარემო შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ასევე შეხვედრები გაიმართა ასევე კალგარის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოში სამთო მოპოვებითი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლო განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

დატოვე კომენტარი