Whoscored-მა მსოფლიო ჩემპიონატის იმედგაცრუებათა ნაკრები შეადგინა
Whoscored-მა მსოფლიო ჩემპიონატის იმედგაცრუებათა ნაკრები შეადგინა

ცნობილმა პორტალმა Whoscored.com-მა შეადგინა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები. ამ გუნდში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა პორტუგალიის ნაკრებს ჰყავს – ორი ფეხბურთელი.
მსოფლიოს ჩემპიონატის იმედგაცრუებათა ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე – დავიდ დე ხეა (ესპანეთი);

მცველები – ფიოდორ კუდრიაშოვი (რუსეთი), ნიკოლას ტალიაფიკო (არგენტინა), ვიქტორ ლინდელოფი (შვედეთი), ედსონ ალვარესი (მექსიკა);

ნახევარმცველები – იანიკ ფერეირა-კარასკო (ბელგია), მაკოტო ჰასებე (იაპონია), სებასტიან ლარსონი (შვედეთი), ბერნარდო სილვა (პორტუგალია);

ფორვარდები – გონსალო გედეში (პორტუგალია), რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი).