Who is Who International Awards-ის ფარგლებში ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე ქართული ღვინის კულტურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მსოფლიოში გამორჩეულ ადამიანად დასახელდა
ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე ქართული ღვინის კულტურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის „მსოფლიოში გამორჩეულ ადამიანად“ დასახელდა და საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.
გოჩა ჩხაიძეს საერთაშორისო ჯილდო Who is Who International Awards-ის ფარგლებში გადაეცა.
წარსულში აღნიშნული ჯილდოს ლაურეატებს შორის იყვნენ აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მომღერალი რიანა.
„კვიპროსში გამართულ ღონისძიებაზე საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, წარმოვაჩინე და დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინო გავასინჯე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს ჯილდო არა მხოლოდ პიროვნული, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.