Westworld-ის მეორე სეზონი 23 აპრილს გამოვა

HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რეიტინგული და პოპულარული სერიალის, Westworld-ის, მეორე სეზონი 23 აპრილს გამოვა.

უკვე გავრცელდა სერიალის პირველი პოსტერიც – „ქაოსი გვაკონტოროლებს“. ინფორმაციას სერიალის ოფიციალური გვერდი აქვეყნებ.

ახალ სეზონში სერიალს სამი ახალი პერსონაჟი დაემატება და მათ როლებს ფარეს ფარესი, ბეტი გაბრიელი და სერიალ „ვიკინგების“ ვარსკვლავი გუსტავ სკარსგარდი შეასრულებენ.