წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა
წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წერეთლის გამზირზე. „ოპელის“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

მომხდარის შედეგად, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მათივე ცნობით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.