წელს საქართველოში აივინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
წელს საქართველოში აივინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აივ/ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის მონაცემებით, ინფორმაციით, შარშან ანალოგიურ პერიოდში 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8416 აივ ინფიცირებული პირი, მათ შორის 6283 მამაკაცია და 2133 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1726 გარდაიცვალა.

მკურნალობას იტარებს 5220. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

36.8 % (3099) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;

48.9 % (4112) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;

12.0 % (1008) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;

1.3 % (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია;

0.6 % (47) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი, 3128 შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, სამეგრელოში 1156; იმერეთში 1011; აჭარაში 964. სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. სამი გავიდა ქვეყნიდან; განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით _ 108 შემთხვევა (მათგან ერთი – ძუძუთი კვებით), სისხლის რეციპიენტი – ოთხი; დაუდგენელი – ორი.

დატოვე კომენტარი