ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარას“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას, 2 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან
ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარას“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას, 2 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარას“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უხვი მოსავლისა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

სააგენტოს ცნობით, მოსახლეობა მოსავლის დაბინავებას უკვე 10 ოქტომბრიდან შეძლებს.

„ხვანჭკარას“ ჯიშობრივი სიზუსტის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები იქნებიან ამპელოგრაფები, ხოლო რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა.

ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელსა და ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება.

რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთში, სადაც დღეის მონაცემებით, გადამუშავებულია 260 ათას ტონამდე ყურძენი.

დატოვე კომენტარი