წელს ქართული ვაშლის ექსპორტი 2019 წელთან შედარებით ექვსჯერ გაიზარდა
წელს ქართული ვაშლის ექსპორტი 2019 წელთან შედარებით ექვსჯერ გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოდან 2 149 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 947 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს ცნობით, ვაშლის ექსპორტის მოცულობა ექვსჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 713 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს, ვაშლი ექსპორტირებულია რუსეთის ფედერაციაში – 2 068 ტონა, ყაზახეთში – 75 ტონა, სომხეთში – ექვსი ტონა, ასევე სინგაპურსა და ჰონკონგში.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ ცხრა მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

დატოვე კომენტარი