წელს ოსკარების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სცენა 45 მილიონი სვაროვსკის ქვით მოპირკეთდა
ოსკარების 90-ე ცერემონიაზე მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში არამხოლოდ შოუს მონაწილეები, არამედ ღონისძიების მთავარი ადგილი – სცენაც მოექცევა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, შოუს პროდიუსერებმა და დიზაინერმა დერეკ მაკლეინმა გადაწყვიტეს, ოსკარის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სცენა გაეკეთებინათ.
დიზაინერის გადაწყვეტილებით, სცენის თაღი სვაროვსკის 45 მილიონი ქვით იქნება მოპირკეთებული, გარდა ამისა, მთელი სცენა რამდენიმე ათეული დიდი და პატარა ჭაღით გაფორმდება.
როგორც დიზაინერმა აღნიშნა, სცენის ვიზუალი განათების მიხედვით მუდმივად ცვალებადი იქნება და სხვადასხვა ფერს მიიღებს.
„სცენა ვერცხლისფერია, მაგრამ განათების ცვლილების მიხედვით, ის სხვადასხვა ფერს მიიღებს. გვექნება როგორც ლურჯი და წითელი, ასევე ვარდისფერი“, – განაცხადა მაკლეინმა.