წელს ნავთობის ფასი შესაძლოა, 80 დოლარამდე გაიზარდოს
წელს ნავთობის ფასი შესაძლოა, 80 დოლარამდე გაიზარდოს

მიმდინარე წელს ნავთობის ბაზარი შორს იქნება სტაბილურობისაგან და შესაძლოა, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარზეც ავიდეს.

ასეთ პროგნოზს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ფინანსური ჯგუფი „სიტიგრუპი“ აკეთებს.

ნავთობის ფასის ზრდის გამომწვევ მთავრ რისკებს შორის „სიტიგრუპის“ ისეთ ფაქტორებს ასახელებს, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის საფრთხე, ასევე შეერთბეულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მზარდი დაძაბულობა, რაც სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს ქმნის.

სერიოზული რისკებს შორის ასევე აღნიშნულია შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სწრაფვა, აღადგინოს ირანზე ეკონომიკური სანქციები; ასევე „ოპეკის“ წევრი ქვეყნების ერაყსა და ლიბიას შორის გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირებას, რომელსაც შესაძლოა ნავთობის მარაგების შემცირება მოჰყვეს.

„სიტიგრუპის“ აზრით, ნავთობის ბაზარზე უარყოფითად აისახება შტატებში ფიქალი გაზის წარმოების მასშტაბის ირგვლივ არსებული ბუნდოვანება, ასევე ჩინეთსა და შტატებს შორის სავაჭრო საკითხების ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტი.

შესაბამისად, „სიტიგრუპში“ ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, ბარელი ნავთობის ფასი 2018 წელს 70-80 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.