The Washington Post-ი კალიფორნიაში ხანძრის შემდეგ განადგურებული ქალაქის ფოტოებს ავრცელებს
The Washington Post-ი კალიფორნიაში ხანძრის შემდეგ განადგურებული ქალაქის ფოტოებს ავრცელებს

The Washington Post-ი კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შემდეგ განადგურებული ქალაქ ფარადაიზის ფოტოებს ავრცელებს.

კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველმა სტიქიამ ტყისპირა ქალაქი თითქმის ბოლომდე გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარს ქალაქის მხოლოდ ხუთი პროცენტი გადაურჩა. ფარადაიზში სტიქიას 23 ადამიანი შეეწირა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კალიფორნიის შტატში სტიქიას, რომელსაც ამ დრომდე ებრძვიან, საერთო ჯამში 48 ადამიანი ემსხვერპლა. ათობით პირი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. მასშტაბურმა ცეცხლმა 7 ათასამდე შენობა-ნაგებობა გადაწვა.