Washington Post - ამერიკელი სამხედროების ნაწილი შესაძლოა, სირიაში დატოვონ
Washington Post - ამერიკელი სამხედროების ნაწილი შესაძლოა, სირიაში დატოვონ

ვოშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება სირიის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილის დატოვებას განიხილავს. გავლენიანი გამოცემა წერს, რომ ჯარისკაცები სავარაუდოდ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგდებიან.

ოპერაციის მიზანი მოკავშირეების დახმარება, ტერორისტებისგან ქვეყნის გათავისუფლება და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები სირიაში დარჩებიან, ვიდრე პრეზიდენტი ასადი და ოპოზიცია კონფლიქტის დარეგულირებაზე არ შეთანხმდებიან. „ვაშინგტონ პოსტი“ კი ამატებს, რომ აშშ-ის მთავრობის ამოცანა რეგიონში ირანის გავლენის შემცირებაც იქნება.

ამჟამად სირიაში 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული. ისინი ოპოზიციურ შენაერთებს წვრთნიან. ასევე, სირიაში განლაგებულია აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმებიც, რომელთა შემადგენლობაში 100-ზე მეტი ჯარისკაცია.

სირიაში განლაგებულია ამერიკული სამხედრო ტექნიკაც. მათ შორის საარტილერიო დანადგარები.