წამახალისებელი გათამაშების უნებართვოდ მოწყობაზე ჯარიმები იქნება გათვალისწინებული
წამახალისებელი გათამაშების უნებართვოდ მოწყობაზე ჯარიმები იქნება გათვალისწინებული

წამახალისებელი გათამაშების უნებართვოდ მოწყობაზე ჯარიმები იქნება გათვალისწინებული.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც მთავრობამ პარლამენტს აზარტულ თამაშებზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის სახით წარუდგინა.

კანონპროექტის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების უნებართვოდ მოწყობა გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას – 20 000 ლარით და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 40 000 ლარით და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით.

ამასთან, ჩნდება დათქმა, რომ თუ გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს, სამართალდამრღვევის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნას გაფრთხილება.

დატოვე კომენტარი