წალკაში, „კასს ლენდის“ ატრაქციონების ახალ პარკში თავისუფალი შესვლით 4 000-ზე მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა
წალკაში, „კასს ლენდის“ ატრაქციონების ახალ პარკში თავისუფალი შესვლით 4 000-ზე მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა

„კასს ლენდის“ გრანდიოზული ატრაქციონების პარკი დღეს ბავშვების მხიარულების ეპიცენტრად იქცა. საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა, პარკის ჯადოსნური ატრაქციონებითა და მათთვის სპეციალურად ორგანიზებული გასართობი პროგრამით სრულიად უფასოდ ესარგებლა.

„კასს ლენდმა“ აგრეთვე სხვადასხვა ბავშვთა სახლის 60-ზე მეტ ბენეფიციარს უმასპინძლა. ჯამში, ატრაქციონების პარკს და კანიონს 4 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, წალკის კანიონის დაცული ტერიტორია, საკულტო „ბრილიანტის ხიდით“, ებრაულ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის, „კასს ჯგუფის“ და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგად რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცა. წალკის კანიონი 2025 წელს ორი მნიშვნელოვანი სიახლით – ატრაქციონების უზარმაზარი პარკითა და სასტუმრო კომპლექსით ხვდება. „დისნეი ლენდის“ პრინციპით გაშენებული ატრაქციონების ჯადოსნური პარკი „კასს ლენდი“ საოჯახო გართობისთვის უკონკურენტო ადგილია.

მათივე ცნობით, „კასს ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს 2016 წლიდან ახორციელებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია წალკის კანიონის (ყოფილი დაშბაშის კანიონი) ტურისტული განვითარება, რომელიც უნიკალური გეოლოგიური და ეკოლოგიური ზონა და დაცული ტერიტორიაა. საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელმაც რეგიონის პოპულარობა და, შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა. კანიონს დღემდე 250 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 20-25%-ს აღწევს. ობიექტი ყოველდღიურად დაახლოებით 1000 ტურისტს მასპინძლობს. 2016 წლიდან დღემდე „კასს ჯგუფის“ ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„კასს ლენდი“ რეზორტი მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, კანიონში ჩასასვლელი თანმდევი ბილიკებით, რომელსაც ულამაზეს კასკადურ ჩანჩქერებამდე ჩაჰყავხართ; უნიკალურ შუშის ხიდს, შუაში დაკიდებული ბრილიანტის ფორმის ბარით; „ბაიკ ზიპლაინს“ და გიგანტურ საქანელას; ღია „გარდენსსა“ და დახურულ „დაიმონდ“ რესტორანს; ახლად გახსნილ 55-ნომრიან სასტუმროს, სამი „პენტჰაუზით“ და კანიონის პანორამული ხედით; სასტუმროს ტიპის 62 „ვილა ჰაუსს“; ატრაქციონების პარკი მოიცავს: 30 მეტრზე მოწყობილ წყლის ატრაქციას; გიგანტურ სასრიალო ცისარტყელას; თოკების ლაბირინთს; აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილ კარტინგს უფროსებისთვის და ბავშვებისთვის.