წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა
წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ხანძარს ებრძვიან. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაღრაში ხანძარმა 30 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სოფელში ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა, მიმდინარეობს.

წალენჯიხაში, მუჟავის ტყეში ხანძრის კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდა. წალენჯიხის მერის ინფორმაციით, მუჟავაში იწვის ტყე. ადგილი, სადაც ხანძარია, ტექნიკისთვის მიუვალია. მისივე ინფორმაციით, ხანძარი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ხანძრის ახალი კერა გაჩნდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ბალდაში, სადაც მთის ფერდობი იწვის. მარტვილის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გართულებულია ხანძრის ქრობის პროცესი, რადგან ადგილამდე ტექნიკა ვერ მიდის. შესაბამისად, ხანძარს ცოცხალი ძალის მეშვეობით ებრძვიან.

მანამდე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში იყო ხანძარი, დღის მეორე ნახევარში მეხანძრეებმა სალხინოში ხანძრის კერის ლიკვიდირება მოახერხეს.