წალენჯიხის სოფელ ჭალეს ტყეში ფოთლები და ხმელი ფიჩხი იწვის

18:18, 22.12.2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, ე.წ. ხუმათიას უბანში, ტყის მასივში ფოთლები და ხმელი ფიჩხი იწვის.

როგორც წალენჯიხის მერმა, ბესიკ ფარცვანიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ცეცხლი დაახლოებით 4-5 ჰექტარზეა მოდებული და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 15 თანამშრომელი მუშაობს.

მისივე თქმით, ხანძარი დასახლებული ადგილიდან შორსაა და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი ადგილობრივებმა ერთი საათის წინ შენიშნეს.

მსგავსი