წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცი დაჭრეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცი დაჭრეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის თემში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, შუახნის მამაკაცს მუცლის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ღონისძიებები. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.