წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად 94 წლის მამაკაცი დაიღუპა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად 94 წლის მამაკაცი დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ხანძრის შედეგად 94 წლის მამაკაცი დაიღუპა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხანძარი გოგოხიების საცხოვრებელ სახლში გამთენიისას გაჩნდა. სახლი ხის იყო და ადგილზე მეხანძრეების მისვლამდე სრულად დაიწვა. შედეგად 94 წლის ხუტიკო გოგოხია დაიღუპა.

არსებობდა საფრთხე ცეცხლი იმავე ეზოში განთავსებულ მეორე სახლზეც გავრცელებულიყო, თუმცა მაშველებმა ამის პრევენცია მოახერხეს. ადგილზე მობილიზებული იყო, როგორც წალენჯიხის, ასევე ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ეკიპაჟები.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.