წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ოთხი ახალი სკოლა ექნება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ოთხი ახალი სკოლა ექნება

წალენჯიხაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს ოთხი ახალი საჯარო სკოლა ექნება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესი ერთი კვირის წინ დაიწყო. არსებული სკოლა წლების მანძილზე ამორტიზირებული იყო და მოსწავლეებს განათლების მიღება არასათანადო გარემოში უწევდათ.

მათივე ინფორმაციით, მე-4 საჯარო სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. ახალი სკოლების მშენებლობა აქტიურად ფაზაშია სოფელ ეწერში და სოფელ ნაკიფუს ლეჯას უბანში, ახალი სკოლის მშენებლობა თვის ბოლომდე დაიწყება სოფელ კანთშიც.

„ახალი სკოლები თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, სკოლებს ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და ღია სპორტული მოედანი. შენობები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე“, – აცხადებენ მუნიპალიტეტში.