წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანის სიახლოვეს, მთის ფერდობზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

14:20, 07.01.2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანის სიახლოვეს, მთის ფერდობზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.

შემთხვევის ადგილისკენ უკვე გაემართნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ხანძრის სამი კერაა: მუჟავადი ოლორის უბანში, სქურსა და მედანის მთის ფერდობებზე.

ხანძრის კერები დასახლებული პუნქტებიდან შორსაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი