წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც წუხელ გვიან ღამით საოკუპაციო ხაზთან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ბრალდებულის ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი აცხადებს, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით აწარმოებს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.