წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ სევერიანე (კახა) შეროზიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბესიკ ფარცვანიამ დაუდასტურა.

მისი თქმით, კახა შეროზია ზუგდიდელია, ის ბოლო 11 წელი მუშაობდა წალენჯიხაში. როგორც ბესიკ ფარცვანია ამბობს, კახა შეროზიამ შეთავაზება მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი აიპიდან და მერიაში დაკავებული თანამდებობის გადაწყვეტილება ამის გამო მიიღო.