წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა
წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა

წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა.

როგორც ლაშა ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, წალენჯიხის მერ გიორგი ხარჩილავას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა.

ზარქუა გადადგომის მიზეზად სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს. მისი თქმით, შექმნილ სიტუციაში პასუხისმგებლობას გრძნობს.

„იცით, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი თვის განმავლობაში ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა და მერიის შესაბამის სამსახურებს უწევდათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა. ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც გამოიცა მთავრობის განკარგულება სოფლის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ. დადგენილებით გაწერილ ვადებში ჩვენ განვახორციელეთ შეხვედრები, შეკრებები, პროექტებზე საუბარი, დაოქმება და ა.შ. ტექნიკური მხარე, რომელიც ვადებში ვერ ჩაეტია, მიუხედავად იმისა, რომ ფული რაიონს არ დაუკარგავს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ყველა ის პროექტი განხორციელდება, რაც მოსახლეობამ დაგეგმა. მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ირიბად თუ პირდაპირ ვგრძნობ საკუთარ პასუხისმგებლობას ამის თაობაზე და გავაკეთე განცხადება გადადგომის შესახებ“, – განახადა ლაშა ზარქუამ.