წალენჯიხაში უხვი ნალექისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [ფოტო]
წალენჯიხაში უხვი ნალექისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [ფოტო]

წალენჯიხაში უხვი ნალექისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა წვიმამ სერიოზული ზარალი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა წყლის დიდი ოდენობა, რის გამოც დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლები, სავარგულები.

პრობლემები შეექმნათ სოფლებს ლია, საჩინო და ობუჯი. ამ სოფლებში რამდენიმე ოჯახში წყალმა გაანადგურა ბოსტნები, თხილნარი, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ავეჯი. დაიხოცა შინაური ფრინველები.

ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. მერის პირველმა მოადგილე ცოტნე შონიამ დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

მისი თქმით, უხვი ნალექის შემდეგ პრობლემები 10 წელზე მეტია არსებობს, რაც სანიაღვრე არხების არარსებობით არის გამოწვეული.

წალენჯიხის მერია ადგილობრივებს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. უკვე მუშაობს ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია და ზარალის ოდენობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი.