წალენჯიხაში საფლავის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

14:56, 26.02.2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში საფლავის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულისადმი უპატივცემულობას გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა იმავე ბრალდებით ჩხოროწყუში რამდენიმე პირი დააკავეს.

მსგავსი