წალენჯიხაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
წალენჯიხაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

წალენჯიხაში ძლიერმა წვიმამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, პრობლემები შექმნა.

მოჭარბებული ნალექის გამო ღელეები ადიდდა, დაიტბორა ქუჩები, თხილნარი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.

ადგილობრივების თქმით, წყალსაწრეტი არხები არ არის გაწმენდილი და ეზოები ყოველი ძლიერი წვიმის დროს იტბორება.