წალენჯიხაში ძლიერმა თოვამ პრობლემები შექმნა. წალენჯიხა-ჯვრის დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, დაზიანებულია ზოგიერთი მათგანი.
წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ივანე ბურდულის თქმით, შესაბამისი ტექნიკა და ცოცხალი ძალა სანაგებო რეჟიმში მუშაობს.
„შესაბამისი ტექნიკა და ცოცხალი ძალა საგანგებო რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს. იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა ძლიერი თოვის გამო ყველგან ერთდროულად მისვლა შეუძლებელია. გზები არცერთი მიმართულებით ამ დროისთვის ჩაკეტილი არ არის“, – განაცხადა ბურდულმა.