წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა.

ამავე სოფლის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ბოლო ზარის აღსანიშნავად ზუგდიდში მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც ავტომანქანა წყლის არხში ჩავარდა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„შემოყვანილია ოთხი ახალგაზრდა. ერთს აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა , მეორეს წელის მეხუთე მალის მოტეხილობა, მესამეს სხივის ძვლის მოტეხილობა. ოთხივესთან ვლინდება მრავლობითი ზედაპირული ტრავმები და ექსკორიაციები. იმყოფებიან გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, უტარდებათ კვლევები და მკურნალობა“, – განაცხადა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი