წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ბორდიურს დაეჯახა. მიღებული ტრავმებით 50 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც ავტომობილში ისხდნენ.  მათ შორის ერთი ბავშვია. მცირეწლოვანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დაშავებული კი წალენჯიხის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.