წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ექვსი წლის შვილთან ერთად ქუჩაზე გადადიოდა და მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

დაშავებული ბავშვი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, დაშავებულს ტრავმული შოკი და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. უახლოეს საათებში მას თბილისში გადაიყვანენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დატოვე კომენტარი