წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

წალენჯიხაში, ზუგდიდის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

წალენჯიხიდან მიმავალი სატვირთო ავტომობილი ჯერ ბეტონის ჯებირებს, შემდგომ კი მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა და ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც კიდურების მოტეხილობებით გადაყვანილია „ევექსის“ კლინიკაში.

ელექტროგადამცემი ბოძის დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა აბონენტთა ნაწილს.

ადგილზე მობილიზებულია შსს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები. ქალაქის ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.