WADA-ს ყოფილი პრეზიდენტი - რუსებმა ორ-სამ ოლიმპიადაზე ტაიმაუტი უნდა აიღონ #1TVSPORT
WADA-ს ყოფილი პრეზიდენტი - რუსებმა ორ-სამ ოლიმპიადაზე ტაიმაუტი უნდა აიღონ #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრმა, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) პირველმა პრეზიდენტმა რიჩარდ პაუნდმა კომენტარი გააკეთა რუსი მოციგურავის კამილა ვალიევას დადებით დოპინგ-სინჯზე.

„გარკვეულ მომენტში, როცა ქვეყანა აბსოლუტურად გამოუსწორებელია, ისეთ სიტუაციაში ხვდებით, როცა ამ ქვეყნისთვის აუცილებელია ტაიმაუტის აღება. შეგვეძლო გვეთქვა: ჩვენ დაგეხმარებით. თქვენ გაქვთ პრობლემა. დაგეხმარებით მასზე კონცენტრირებაში. აიღეთ ტაიმაუტი ერთ, ორ ან სამ ოლიმპიადაზე, სანამ ყველაფერს არ გააკონტროლებთ.

რუსები არ ეხმარებიან საკუთარ თავს, რადგან მათ აბსოლუტურად არ მოუნანიებიათ. ისინი არაფერს აღიარებენ, აპროტესტებენ ყოველ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ძალიან რბილი მიდგომაა ის, რომ მათ უფლება აქვთ გამოვიდნენ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსებმა მოიპოვეს იურისტთა მხარდაჭერა და ყველაფერს აკეთებენ ზარალის შესაკავებლად. მაგრამ როგორ გაბედეს ასეთი რისკის ქვეშ დაეყენებინათ ვალიევა? ეს არ ჰგავს შემთხვევითობას, ეს არის საკმაოდ ძლიერმოქმედი პრეპარატის არათერაპიული გამოყენება.

ამჟამინდელი მიდგომა – თვითდამშვიდებას ჰგავს. ეს იგივეა, რომ ალიგატორი გამოკვებო იმ იმედით, რომ თქვენ სულ ბოლოს შეგჭამენ“, – მოჰყავს პაუნდის სიტყვები სააგენტო „როიტერს“.