ვულკანის გააქტიურების გამო, ბალის საერთაშორისო აეროპორტი დახურული რჩება
ვულკანის გააქტიურების გამო, ბალის საერთაშორისო აეროპორტი დახურული რჩება

ინდონეზიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბალის საერთაშორისო აეროპორტი დახურული რჩება. მათი თქმით, გააქტიურებული ვულკანი ატმოსფეროში ფერფლს აფრქვევს, რაც თვითმფრინავების გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.

ფერფლმა შესაძლოა, დააზიანოს ან გათიშოს თვითმფრინავის ძრავა, შეაფერხოს გაგრილების და საწვავის მიწოდების სისტემის მუშაობა, პილოტებისთვის გაართულოს ხედვა.

კვირას კუნძულ ბალიზე, ვულკანის გააქტიურების გამო, ავიაკომპანიების ნაწილმა ფრენები შეაჩერა. მათ შორის არის ავსტრალიური Qantas-ი,Virgin Australia და ჰონგ-კონგში დარეგისტრირებული Cathay Pacific-ი. მომხდარის გამო, 3000 ტურისტი დაზარალდა, რომელთა ფრენებიც გაუქმდა ან გადაიდო.

ბალიზე ვულკანის კიდევ ერთი ამოფრქვევის საშიშროების გამო, ევაკუაციის ზონა გაზარდეს. ინდონეზიის ხელისუფლებამ კი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მანამდე წითელი კოდით იყო შეფასებული, უმაღლესი დონით განსაზღვრა. ამ დროისთვის, ევაკუირებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი.

კუნძულ ბალიზე მდებარე ვულკანის ამოფრქვევა 25 ნოემბერს დაიწყო. ბოლოს აღნიშნული ვულკანის ამოფრქვევა 1963 წელს მოხდა. მაშინ სტიქიას 1 500 ადამიანი ემსხვერპლა.