ვულკან კილაუეადან ამოფრქვეული ლავა წყნარ ოკეანეს უახლოვდება [ფოტოამბავი]

18:49, 22.05.2018

ჰავაიზე ვულკანი კილაუეა ამოფრქვევას აგრძელებს. კრატერიდან გადმოსული ლავა უკვე წყნარ ოკეანეს უახლოვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაერში მომწამვლელი ნივთიერების რაოდენობამ მოიმატა. ჰავაის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას და ტურისტებს, არ მიუახლოვდნენ სტიქიის ზონას.

კილაუეა 3 მაისს ამოიფრქვა. ლავამ უკვე გაანადგურა 35 სახლი. კუნძულიდან 10 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა .

 

 

მსგავსი