ვულკან ეტნას მთა ზღვის მიმართულებით გადაადგილდება, რამაც შესაძლოა, მისი ჩამოშლა გამოიწვიოს
ვულკან ეტნას მთა ზღვის მიმართულებით გადაადგილდება, რამაც შესაძლოა, მისი ჩამოშლა გამოიწვიოს

ვულკან ეტნას მთა ნელ-ნელა ზღვის მიმართულებით გადაადგილდება, რამაც შესაძლოა, მისი ჩამოშლა გამოიწვიოს. 

Euronews-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, მსოფლიოს ერთ-ერთი აქტიური ვულკანის ჩამოშლა მასიური ცუნამის წარმოქმნის საშიშროებას ქმნის, რამაც შესაძლოა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონს სერიოზული ზარალი მიაყენოს.

GEOMAR Helholtz-ის ოკეანის კვლევის ცენტრს მოძრაობის დასაკვირვებლად, ვულკანის სამხრეთ ფლანგზე წყალქვეშა სენსორები აქვს დაყენებული. კვლევაში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად ვულკანი ეტნა 2-3 სანტიმეტრით გადაადგილდება.