ვულკან ეტნას გააქტიურების გამო, სიცილიის ქალაქ კატანიის აეროპორტში ყველა რეისი შეჩერდა

00:44, 16.09.2026
None

None

ვულკან ეტნას გააქტიურების გამო, სიცილიის აეროპორტში ყველა რეისი შეჩერდა.

როგორც „ბიბისი” წერს, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტში, სიცილიის ქალაქ კატანიის საერთაშორისო აეროპორტში ვულკანური ფერფლის გავრცელების გამო ყველა რეისი შეჩერდა.

კატანიის აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვითარების შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. მგზავრებს კი, რომლებსაც კატანიიდან ფრენა აქვთ დაგეგმილი, ურჩევენ, აეროპორტში წასვლამდე საკუთარ ავიაკომპანიასთან რეისის სტატუსი გადაამოწმონ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კატანიის აეროპორტი ეტნას გააქტიურების გამო ავიარეისებს აჩერებს. კატანიის აეროპორტი, რომელიც მგზავრთა რაოდენობის მიხედვით იტალიაში მეხუთე ადგილზეა, წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ მგზავრს ემსახურება. გასულ თვეში აეროპორტი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში დახურული იყო. ვულკანი კატანიის აეროპორტიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს.

მსგავსი