ვუდი ალენის ახალი ფილმი შესაძლოა, კინოეკრანებზე აღარ გამოვიდეს
ვუდი ალენის ახალი ფილმი შესაძლოა, კინოეკრანებზე აღარ გამოვიდეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის ვუდი ალენის ახალი ფილმი A Rainy Day In New York რეჟისორის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო შეიძლება დიდ ეკრანებზე აღარ გამოვიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ the playlist ავრცელებს.

სურათის დისტრიბუცია კომპანია “ამაზონმა” შეიძინა, გავრცელებული ინფორმაციით კი კომპანია ფილმს აღარ გამოუშვებს.

კინო სამყაროს ნაწილი ვუდი ალენს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც დილან ფეროუმ ღია წერილი გამოაქვეყნა. ფეროუს განცხადებით, 1992 წელს ის შვიდი წლის იყო, როდესაც ვუდი ალენმა მასზე პირველად იძალადა. ამ ბრალდებას სასამართლო მოჰყვა, რომლის შედეგადაც 1993 წელს ვუდი ალენს ბავშვთან მიახლოება აუკრძალეს.

დილანი, მია ფეროუმ და ვუდი ალენმა ერთად ცხოვრების დროს იშვილეს.