ახალი, 2025-26 წლების სეზონი დუდუ დადიანის თასით გაიხსნა. ფინალში ვიქტორ სანიკიძის აკადემია „ქუთაისს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 77:73 გაიმარჯვა. ვსა-მ ზედიზედ მეორე სეზონი გახსნა წარმატებით – მეორედ მოიგო დუდუ დადიანის მემორიალი.
დასაწყისში ქუთაისელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, პირველი ტაიმი 42:30 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში ვსა-მ თამაში გამოასწორა, გადამწყვეტ მომენტში მეტი სიზუსტე გამოიჩინა და ოთხქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.
19 ქულითა და 8 მოხსნით მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ვსა-ს ფორვარდი ლუკა კალატოზიშვილი გახდა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა. 12 ქულა ჰქონდა ლევან გოგიჩაიშვილს, 11 – დემარი კინგს.
„ქუთაისში“ 15 ქულით გიორგი სულაბერიძე გამოირჩა, ხოლო ტაირი ბოიკინს – 14 ქულა ჰქონდა.