ვრსალკო ინგლისთან ნახევარფინალს გამოტოვებს
ვრსალკო ინგლისთან ნახევარფინალს გამოტოვებს

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მიღებული ტრავმის გამო, ხორვატიის ნაკრების მარჯვენა მცველი შიმე ვრსალკო ვერ ითამაშებს ნახევარფინალურ მატჩში. მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელს მარცხენა მუხლი აქვს დაზიანებული, – იტყობინება გაზეთი Marca.

ამ ტრავმის გამო, ვრსალკომ ​რუსეთთან მატჩში დამატებითი დროის გაგრძელება ვერ შეძლო და მის ნაცვლად მოედანზე ვედრან ჩორლუკა გამოვიდა.

ფეხბურთელის აღდგენის ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ხორვატია ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება. მატჩი 11 ივლისს მოსკოვში, „ლუჟნიკების“ სტადიონზე გაიმართება.

 

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android  iOS

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!

დატოვე კომენტარი