იტალიური გამოცემა La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ მარჯვენა მცველი, 26 წლის შიმე ვრსალკო, დიდი ალბათობით, კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.
მხარეები ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებაზე მუშაობენ. ეს გარიგება „ინტერს“, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება, ექვსი მილიონი ევრო დაუჯდება. ერთი წლის შემდეგ კი მილანურ კლუბს შეეძლება, 25 მილიონ ევროდ გამოისყიდოს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.