ვროცლავში საქართველოზე რუსეთის სამხედრო აგრესიის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა
ვროცლავში საქართველოზე რუსეთის სამხედრო აგრესიის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, საქართველოს საელჩოსა და იან ნოვაკ-იეზორანსკის სახელობის აღმოსავლეთ სწავლებათა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოზე რუსეთის სამხედრო აგრესიის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა.

გამოფენა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის აუცილებლობას შეეხო. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი პოლონეთის საქართველოსადმი მხარდაჭერის როლს, როგორც 2008 წლის მოვლენების, ასევე მის შემდგომ პერიოდში და გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობის კონტექსტში.

გამოფენის გახსნასა და დისკუსიაში პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობდა.