ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში მესამე ეჭვმიტანილი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი დენის სერგეევია

21:15, 14.02.2019

რუსი ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში მესამე ეჭვმიტანილი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი, დენის სერგეევია.

საგამოძიებო ვებგვერდ „ბელინგქეთ“-ის ინფორმაციით, რუსეთის დაზვერვის სამმართველოს მაღალი რანგის ოფიცერი, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის კომაში ჩავარდნის დროს ბრიტანეთში იმყოფებოდა.

ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სკრიპალები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკ“-ით მოწამლეს.

ბელიგქეთ“-ი წერს, რომ რუსეთის დაზვერვის ოფიცერი დენის სერგეევი, საერთაშორისო დონეზე სერგეი ვიაჩესლავოვიჩ ფედოტოვის სახელით მოქმედებდა.

მსგავსი