ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას ტოვებს

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

„იმედის“ ცნობით, ქობულია თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ამასთან, ჟურნალისტებმა დღეს ქობულიას ჰკითხეს, თუ იგეგმება გუნდში საკადრო ცვლილებები და მისი წასვლა თანამდებობიდან, რაზეც მან განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს.

„ამასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ, მიმართოთ“, – განაცხადა ქობულიამ.

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.