ვოვა გუცაევი - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი გაგვიჩნდა
ვოვა გუცაევი - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი გაგვიჩნდა

ვოვა გუცაევი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ლატვიასთან, ყაზახეთთან და ანდორასთან ფავორიტი იქნება.

პირველ არხთან ლეგენდარული თბილისის “დინამოს” ვარსკვლავი აცხადებს, რომ ამ ჯგუფში წარუმმატებლობა სამარცხვინო იქნება.

„ამ ნაკრებებსაც თუ ვერ ვაჯობეთ, მაშინ დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ სახლში. ყაზახეთი ყოველ წელს მთავარ მწვრთნელს იცვლის, რადგან მიზანს ვერასოდეს აღწევს და მეეჭვება, ოდესმე მიაღწიოს. ლატვიის ნაკრებიც ბოლო წლებში დასუსტდა, ანდორაზე კი ლაპარაკი არც ღირს. მართალია, ბოლო ციკლში ვერც ჩვენმა ნაკრებმა მოიგო, მაგრამ მათზე დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. ამას გარდა, მესამე წელია, რაც ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში მუშაობს, გუნდი და მოთამაშეები კარგად გაიცნო და მგონია, რომ 2018 წელს უკეთესი ნაკრები გვეყოლება. ახლა რეალური შანსი გაგვიჩნდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეთ” – ამბობს პირველ არხთან გუცაევი.

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში უეფა-ს ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგის პირველ კალათაში იყო განთესილი, ისევე როგორც ბელარუსი, მაკედონია და აზერბაიჯანი.

საქართველო მოხვდა I ჯგუფში, სადაც ჩვენი მეტოქეები არიან ლატვია, ყაზახეთი და ანდორა.

ერთა ლიგაზე გამოსვლას საქართველო ყაზახეთთან მატჩით დაიწყებს.