ლოზანაში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
ლოზანაში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში უეფას მიერ ინიცირებული ახალი სანაკრებო ტურნირის – უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა, რომლის მიხედვითაც, A, B, C და D ლიგებში მოხვედრილი ნაკრებები ჯგუფებში გადანაწილდნენ.

A ლიგა
I ჯგუფი
გერმანია
საფრანგეთი
ჰოლანდია

II ჯგუფი
ბელგია
შვეიცარია
ისლანდია

III ჯგუფი
პორტუგალია
იტალია
პოლონეთი

IV ჯგუფი
ესპანეთი
ინგლისი
ხორვატია

2019 წლის ივნისში, ჯგუფების ოთხი გამარჯებული პლეი ოფის სისტემით (ნახევარფინალები, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი) ითამაშებენ, რათა გამოავლინონ უეფას ერთა ლიგის ჩემპიონი.
ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები დაქვეითდებიან B ლიგაში და 2020 წელს, ახალ გათამაშებას იქ ჩაატარებენ.

B ლიგა
I ჯგუფი
სლოვაკეთი
უკრაინა
ჩეხეთი

II ჯგუფი
რუსეთი
შვედეთი
თურქეთი

III ჯგუფი
ავსტრია
ბოსნია
ჩრ. ირლანდია

IV ჯგუფი
უელსი
ირლანდია
დანია

ჯგუფებში გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, ბოლო ადგილზე გასულები დაქვეითდებიან C ლიგაში.

C ლიგა
I ჯგუფი
შოტლანდია
ალბანეთი
ისრაელი

II ჯგუფი
უნგრეთი
საბერძნეთი
ფინეთი
ესტონეთი

III ჯგუფი
სლოვენია
ნორვეგია
ბულგარეთი
კვიპროსი

IV ჯგუფი
რუმინეთი
სერბეთი
ჩერნოგორია
ლიტვა

ჯგუფებში გამარჯვებულები B ლიგაში გადავლენ, ბოლო ადგილზე გასულები დაქვეითდებიან D ლიგაში.

D ლიგა
I ჯგუფი
საქართველო
ლატვია
ყაზახეთი
ანდორა

II ჯგუფი
ბელარუსი
ლუქსემბურგი
მოლდოვა
სან მარინო

III ჯგუფი
აზერბაიჯანი
ფარერები
მალტა
კოსოვო

IV ჯგუფი
მაკედონია
სომხეთი
ლიხტენშტაინი
გიბრალტარი

ჯგუფებში გამარჯვებულები C ლიგაში გადავლენ.

ჯგუფური ეტაპის კალენდარი.
I ტური. 6-8 სექტემბერი, 2018 წელი
II ტური. 9-11 სექტემბერი, 2018 წელი
III ტური. 11-13 ოქტომბერი, 2018 წელი
IV ტური. 14-16 ოქტომბერი, 2018 წელი
V ტური. 15-17 ნოემბერი, 2018 წელი
VI ტური. 18-20 ნოემბერი, 2018 წელი